fbpx
საბერძნეთი

“არა” კარანტინს საბერძნეთში – რატომ შეიძლება მიგვიყვანოს ჩაკეტვამ კატასტროფამდე?!

პნევმოლოგიის ცნობილმა პროფესორმა, ნიკოს ძანაკიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრა და განმარტა, რომ საყოველთაო კარანტინი საბერძნეთისთვის შეიძლება ბევრად უარესის მომტანი იყოს, ვიდრე სარგებლიანი.

ძანაკის თქმით, ახლა დაუშვებელია ხალხის სახლებში ჩაკეტვა, რადგან ვირუსი გავრცელებას დაიწყებს ოჯახებს შორის და არ ექნება არანაირი ეფექტი და შედეგი.

“ჩვენ ვნახავთ ბევრად დიდ რიცხვებს მომდევნო დღეებში. 10 დეკემბრისთვის რეანიმაციაში მოთავსებულთა რიცხვი იქნება 670-დან 730-მდე. ამ ეტაპისთვის კარანტინი ბევრად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ხალხი ერთმანეთის სახლებში დაიწყებს სიარულს და ვირუსი ოჯახებში გავრცელდება.

ადგილებში, სადაც ხალხის დიდი რაოდენობა იკრიბება, მაგალითად სუპერმარკეტებში, აუცილებლად უნდა იყოს გაზრდილი უსაფრთხოება და ნიღაბი სწორად უნდა გამოვიყენოთ. 

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მეორე დოზით აცრილები არ არიან სრულად დაცულები, ვინც ინფიცირდება შეიძლება საავადმყოფოში ხვდება, მაგრამ იქიდან გამოდის. ვინც მესამე დოზით არის აცრილი, საავადმყოფოში არ ხვდება!” 

შეგახსენებთ, რომ მესამე დოზით აცრა რეკომენდებულია მეორის მიღებიდან 6 თვის შემდეგ, ვინაიდან მეცნიერული კვლევების მიხედვით, ამ დროის გასვლის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა მცირდება.

onalem

ტესტ