fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მოხუცმა ქალმა პოლიციაში დარეკა და ითხოვა, რომ წყლის დალევაში დახმარებოდნენ

სერესში მომხდარმა შემთხვევამ ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცმა ქალბატონმა 100-ზე დარეკა და პოლიციის ოფიცრებისგან დახმარება ითხოვა.

ირკვევა, რომ თავდაპირველად ვერ მიხვდნენ რა სახის დახმარება სჭირდებოდა მოხუცს, მაგრამ მან განუმარტა, რომ წყლის დალევა უნდოდა და გადაადგილება არ შეეძლო.

ოფიცრები დაუყოვნებლივ გაჩნდნენ ადგილზე და ქ-ნ ანას წყალი მიუტანეს. როგორც მან თქვა, მოძრაობის პრობლემები აქვს და ძლიერი სიცხის პირობებში, წყალი მოსწყურდა, გამომდინარე იქიდან, რომ არავინ ჰყავდა გვერდით, იძულებული გახდა, რომ პოლიციაში დაერეკა და დახმარება ეთხოვა.

onalem

ტესტ