fbpx
საბერძნეთი

პოლიხრონოპულო ხალხისგან ნაჩუქარ საბავშვო ნივთებს პაკისტანელების მინიმარკეტებში ყიდდა

პოლიხრონოპულოს წინააღმდეგ გავრცელებულ საჩივრებს ბოლო არ უჩანთ. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხორცსა და თევზს საკუთარ ოჯახის წევრებს ურიგებდა, ნაცვლად იმისა, რომ ვისაც ნამდვილად უჭირდა მათ მოხმარებოდათ, მედია მორიგი სკანდალური ფაქტის შესახებ საუბრობს.

როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, პოლიხრონოპულო ორგანიზაციისთვის გადაცემულ ნივთებს, ძირითადად, ჩვილების ნივთებს, პაკისტანელების მინიმარკეტებში ყიდდა, რათა იქიდანაც თანხა ამოეღო. შემდეგ კი, ადამიანებს, რომლებსაც ძალიან სჭირდებოდათ ეს ნივთები, აგზავნიდა ამ კონკრეტულ მარკეტებში და ეუბნებოდა, რომ დიდი ფასდაკლებით შეიძენდნენ მათ.

ქალი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს და ბავშვისთვის რძის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ამბობს, რომ როდესაც პოლიხრონოპულოს დახმარება სთხოვა, მან ერთ-ერთი ბანგლადეშელის მარკეტში გააგზავნა და უთხრა, რომ იქ რძეს შეიძენდა 15 ევროდ, ნაცვლად, 23 ევროსი, ეს კი, სწორედ მისი დამსახრება იქნებოდა.

ორგანიზაციის მოხალისეთა უმეტესობა ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვთ სად მიდიოდა მათთვის გადაცემული დიდი რაოდენობის ტანსაცმელი თუ საკვები: “არაფერს ვყრიდით, რაც გვქონდა იმას ვამზადებდით საჭმელად, მაგრამ როცა ხორცი ან თევზი შემოდიოდა, რამდენიმე ხანში აღარ იყო ჩვენს ხელში. შემდეგ ვხედავდით იმასაც, რომ პოლიხრონოპულოს ოჯახის წევრები თვეში ალბათ ერთხელ ან ორჯერ მიდიოდნენ საყიდლებზე, ამ პროდუქტს სწორედ მათ აძლევდა,” ამბობს მოხალისე.

onalem

ტესტ