fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ცნობილ ბერძენ ოფთალმოლოგს 35 წლის ჟიგოლომ 100.000 ევროზე მეტი გამოსძალა მუქარით, რომ მის სექსუალურ ორიენტაციას გაამხელდა

წარმოუდგენელი ამბავი თესალონიკში თითქმის სამი წლის მანძილზე ხდებოდა და მისი მსხვერპლი ცნობილი ბერძენი ექიმია, კონკრეტულად ოფთალმოლოგი. როგორც ირკვევა, 45 წლის მამაკაცი 35 წლის ჟიგოლოს მხრიდან შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი გახდა, მაგრამ თავდაპირველად ყველაფერი “სასიყვარულო” ისტორიით დაიწყო.

საქმის მასალების მიხედვით, 45 წლის ექიმი ჰომოსექსუალია, მაგრამ საკუთარი იდენტობა გასაჯაროვებული არ აქვს, მან 35 წლის მამაკაცი ინტერნეტის საშუალებით გაიცნო და შეხვედრა დაიწყეს, ჟიგოლო არწმუნებდა, რომ შეყვარებული იყო მასზე და უნდოდა, მუდმივად ერთად ყოფილიყვნენ, დადიოდნენ მოგაურობაში, სადაც მხოლოდ 3 დღეში მინიმუმ 3.000 ევროს ხარჯავდნენ. ცხადია, ეს თანხა მთლიანად ოფთალმოლოგის მხრიდან იხარჯებოდა.

როგორც საჩივარშია აღნიშნული, 35 წლის მამაკაცი ოფთალმოლოგს ათას ტყუილს ეუბნებოდა, რომელთა საშუალებითაც ახერხებდა, რომ მისთვის ათი ათასობით ევრო გამოერთმია და ეს ყველაფერი ხდებოდა 2023 წლამდე, ვიდრე ექიმი რეალობას მიხვდა და პოლიციაში იჩივლა.

ჯამში ოფთალმოლოგისთვის გამოძალული თანხის რაოდენობა 100.000 ევროსაც კი სცდება, ხოლო მთავარი იარაღი, რითიც მას ემუქრებოდა, იყო, რომ მის სექსუალურ ორიენტაციას გაამხელდა, რაც ავნებდა როგორც მის პროფესიას, ასევე მის ოჯახს. საბოლოოდ, 35 წლის ჟიგოლო პოლიციამ თაღლითობისა და შანტაჟის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, აცხადებს, რომ დანაშაული გაცნობიერებული აქვს და ნანობს.

onalem

ტესტ