fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ჩამოვიდა, რომ ემუშავა და შვილებისთვის მომავალი შეექმნა – ალბანელი ქალის ტრაგიკული ამბავი

მთელი საბერძნეთი შეძრა ემიგრანტი ქალის, ანას ამბავმა, რომელიც საკუთარ სამსახურში ხორცის საჭრელმა მანქანამ ჩაითრია და საკუთარი შვილის თვალწინ დანაწევრდა. თუმცა, მისი სახელის უკან დრამატული ისტორია იმალება, რომელიც ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი მდგომარეობაა.

ირკვევა, რომ ალბანელი ქალბატონი საბერძნეთში ჩამოვიდა, რადგან მეუღლესთან განქორწინდა და უნდოდა, რომ შვილებისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა. მუშაობა დაიწყო მაშინვე, როგორც კი, პირველი შანსი მიეცა, მსგავს ტექნიკასთან შეხება ნამდვილად შეიცავს რისკებს, მაგრამ სამსახური სჭირდებოდა.

50 წლის ანა მესოლონგიში ბოლო ორი წელი ცხოვრობდა, 18 წლის ქალიშვილთან და 10 წლის ვაჟთან ერთად. არსებული ცნობებით, მათთან ერთად ცხოვრობდა გარდაცვლილის დედაც.

რაც შეეხება თავად 18 წლის გოგონას, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან ის დედის შემზარავ სიკვდილს შეესწრო, დახმარება ითხოვა, მაგრამ ყველაფერი წამებში მოხდა და სამაშველო სამსახურის მობილიზებისას ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

ემიგრანტი ქალის პანაშვიდი ეტოლოაკარნანიას ეკლესიაში შედგა.

 

onalem

ტესტ