fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მიმდინარე კვირა სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურით იწყება

ოქტომბრის თვე დადგა, მაგრამ საბერძნეთში საშემოდგომო ამინდი ჯერ კიდევ არ გვიგემია. მიუხედავად უხვი ნალექისა და წყალდიდობისა, ტემპერატურა არ იკლებს და მიმდინარე კვირაც სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურით იწყება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მთელი დღის მანძილზე შენარჩუნდება მზიანი ამინდი, რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის ტერიტორიაზე.

დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა 11-დან 23 გრადუსამდე იმერყევებს, დანარჩენ მაკედონიასა და თრაკიში ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება, თესალიაში 27 გრადუსამდე, პელოპონისოში 29 გრადუსამდე, დოდეკანესის კუნძულებზე 28 გრადუსამდე, კრეტაზე კი ტემპერატურა 18-დან 29 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით უნდა ველოდოთ მცირე, პერიოდულ წვიმასაც, ჰაერის ტემპერატურა 16-დან 28 გრადუსამდე იმერყევებს.

ხვალისთვის ჰაერი ატიკაში მაქსიმუმ 25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ზეგ 27 გრადუსამდე მოიმატებს.

onalem

ტესტ