fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ჯერ ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა მის სახლს ცეცხლი, ახლა კი, ტალახს ებრძვის – ქალბატონი პანაიოტა ევიადან

ყველას ახსოვს ქ-ნ პანაიოტა, ფოტოზე ასახული ქალბატონი, რომელიც 2021 წლის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა. მაშინ კადრი ეხებოდა 2021 წლის ხანძარს, როდესაც საბერძნეთში ევია დაიწვა, ხოლო ქ-ნ პანაიოტა სწორედ მაშინ აღბეჭდეს კამერით, როდესაც უყურებოდა, როგორ უახლოვდებოდა მის სახლს უზარმაზარი ხანძარი.

ორი წელი გავიდა და შესაძლოა 2023 წელს ამ კონკრეტულ სოფელს ცეცხლი არ მიახლოვებია, მაგრამ მოსახლეობას მორიგ ფენომენთან მოუწია გამკლავება – Elias-თან. სოფელი ღუვესი ამ კლიმატური ფენომენისგანაც საკმაოდ დაზარალდა და ახლა მოხუცი ქალბატონი იქაურობის სწორედ წლისა და ტალახისგან გაწმენდას ცდილობს.

ბოლოს გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ესაუბრება ის ადგილობრივ დეპუტატს “ახალი დემოკრატიიდან”.

ქ-ნ პანაიოტას 2021 წლის ფოტო მოხვდა საუკუნის 50 ყველაზე მნიშვნელოვან კადრს შორის, თუმცა, მისთვის ეს დასასრული არ აღმოჩნდა, ახლა ახალ კატასტროფას ებრძვის საკუთარი ხელით.

მაშინ:

ახლა:

onalem

ტესტ