fbpx
საბერძნეთი

ცნობილი ექიმის წვეულება კიფისიაში, რომელმაც ათენში ხალხი დაავირუსა

ამ ამბავთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ წყდება, თუმცა, სანდო წყაროების ინფორმაციით, წვეულება ბევრი ადამიანის კორონავირუსით ინფიცირების მიზეზი გახდა.

მარტის დასაწყისში, ვიდრე საბერძნეთში ეპიდემია ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული და არც ზომები იყო მიღებული, ცნობილმა ექიმმა მეუღლეს წვეულება მოუწყო, სადაც ათენის საკმაოდ მაღალი საზოგადოება იყო მიწვეული.

კიფისიაში წვეულება ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში გაიმართა და სამეცნიერო და სამედიცინო სფეროს გამოჩენილი მუშაკები დაესწრნენ. იქ იმყოფებოდნენ ცნობილი ჟურნალისტებიც და ბიზნესმენებიც. როგორც შემდეგ გაირკვა, ორ სტუმარს სიმპტომები მალევე გამოუვლინდა და დაუყოვნებლივ ტესტი ჩაიტარეს, რის შემდეგაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

თუმცა, ყველაფერი აქ არ სრულდება. ინფიცირებულია ასევე მაგნატი და გემთმფლობელი მამაკაცი, რომელიც ასაკიდან გამომდინარე ვირუსის გამო მძიმე მდგომარეობაშია.

ვირუსი დაუდასტურდა კიდევ ბევრ სტუმარს, მაგრამ მათ შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ ვრცელდება.

onalem

ტესტ