fbpx
საბერძნეთი

ანტონის რემოს, დესპინა ვანდი, ელენი ფურეირა – სიმღერა ვასილის კარას ხსოვნის საპატივცემულოდ

14 იანვარს დესპინა ვანდი იმყოფებოდა ერთ-ერთ გასართობ ცენტრში, სადაც ანტონის რემო და ელენი ფურეირა ერთად მღერიან. როდესაც ორი არაჩვეულებრივი მომღერალი სცენაზე იმყოფებოდა, დესპინა ვანდიც მიიწვიეს, რათა პატივი მიეგოთ ვასიკის კარასთვის და ერთად ემღერათ “Γέλα Μου”.

“დესპინა ვანდი პირველად ათენში ვასიკის კარასთან ერთად ჩამოვიდა, ვასილიმ მას მოედანი მისცა, შემდეგ კი, ეს მშვენიერი სიმღერა აჩუქა და ჩვენ დღეს ვიმღერებთ მისთვის და არა ჩვენთვის. გვიყვარს ვასილი და ყოველთვის გვეყვარება,” თქვა რემომ და შემდეგ ფურეირასთან და ვანდისთან ერთად ჩახუტებულმა იმღერა.

დესპინა ვანდის კარიერაში ვასილის კარამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და სწორედ ამიტომ, ვანდიმ განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანა მომღერლის გარდაცვალება.

onalem

ტესტ