fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი კადრები ათენიდან: მძღოლი ქალაქის ავტობუსს მართავდა და პარალელურად კროსვორდს ავსებდა

ათენიდან, კერძოდ, კიფისიის მიმართულებით მოძრავი ავტობუსიდან, რომელსაც ყოველდღე ასობით მგზავრი გადაჰყავს, წარმოუდგენელი კადრები ვრცელდება. მძღოლი, რომლის პასუხისმგებლობაც არის, გადაიყვანოს ადამიანები დანიშნულების პუნქტამდე უსაფრთხოდ, თან ავტობუსს ატარებს და თან კროსვორდს ავსებს.

ტრანსპორტის, განსაკუთრებით ავტობუსის მართვა, რომელიც ემსახურება არათუ ასობით, არამედ ათასობით ადამიანს, საკმაოდ რთულია და მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღება სჭირდება, თუმცა, ჩანს, რომ კონკრეტული მძღოლითვის ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო გამოძიება, რათა დადგინდეს მომხდარის გარემოებები, მძღოლმა კი, ახსნა-განმარტება გააკეთოს მომხდართან დაკავშირებით.

ცხადია, აღნიშნულ ადამიანს მუშაობის უფლება შეუჩერდა.

 

onalem

ტესტ