fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მოხუცმა 2.000.000 ევროს ღირებულების ოქროს მონეტები დამალა და ვეღარ იპოვა – ვის სდებს მამაკაცი ბრალს?!

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლარისაში მოხდა, სადაც 76 წლის მამაკაცმა სამალავში ოქროს 4.600 მონეტა გადაინახა, რომელთა ღირებულებაც 2.000.000 ევროს უდრის. საქმეს ამ ეტაპზე განიხილავს ლარისას სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლო, ხოლო ბრალდებულის ამპლუაში მოხუცის ცოლის დაა, რომელსაც ის ქურდად ასახელებს.

როგორც ირკვევა, ბერძენმა მოხუცმა მონეტები ალუმინის კასრებში გადაინახა, თუმცა, მოგვიანებით, როდესაც გახსნა, ვერაფერი ვეღარ იპოვა. არსებული ცნობებით, ერთადერთი ადამიანი, ვინც “განძის” ადგილსამყოფელის შესახებ იცოდა, მისი ცოლის და იყო, შესაბამისად, ის აღმოჩნდა საქმის მთავარი ეჭვმიტანილიც.

დღეს მამაკაცმა სასამართლოში განაცხადა, რომ თავისი მეუღლის დისთვის უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და გული წყდება, რომ ასეთი ძარცვის მსხვერპლი გახდა საკუთარი ოჯახის წევრის მხრიდან. მისი მეუღლე კი, ასევე შოკირებულია საკუთარი დის ქმედებით.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული ქალის ანგარიშებზე უზარმაზარი რაოდენობის თანხა აღმოჩნდა, თუმცა, მისი მტკიცებით, ეს მისი მემკვიდრეობაა, რომელიც მამისგან ერგო და არა “ნაქურდალი”. მიუხედავად ყველაფრისა, მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და 13 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

onalem

ტესტ