fbpx
საბერძნეთი

აფეთქება ასპროპირგოში და გაფრთხილება მოსახლეობას: “დაკეტეთ სახლის ფანჯრები!”

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს ასპროპირგოს ტერიტორიაზე მდებარე გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

არსებული ცნობებით, ადგილზე მობილიზდა 13 მანქანა და 30 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას გაეგზავნა შეტყობინება, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და დაკეტონ სახლების ფანჯრები, რადგან აფეთქების შედეგად გამოწვეული კვამლი შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.

ხანძრის მასშტაბები საკმაოდ დიდია, რაც კარგად ჩანს გავრცელებულ კადრებშიც:

onalem

ტესტ