fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: გაქცეული პატიმარი პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და ჩაბარდა, რადგან სინანულმა შეაწუხა

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით აგრინიოს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა 37 წლის მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ გაქცევა ინანა და უნდოდა, რომ პოლიციას ჩაბარებულიყო.

როგორც ირკვევა, საუბარია ბოშური წარმოშობის მამაკაცზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქურდობების ბრალდებით დააკავეს და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი თქმით, ეს სასჯელი უსამართლოა, მაგრამ სასამართლო პროცესზე საკუთარი თავის დასაცავად არასოდეს გამოცხადებულა.

მამაკაცი გასულ კვირას დააკავეს, ოთხშაბათს კი, განაცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი ოჯახის წევრები მივიდნენ, არეულობა გამოიწვიეს და დაკავებულს საშუალება მიეცა, რომ გაქცეულიყო. 6 დღის შემდეგ მან გაქცევა ინანა და გადაწყვიტა, რომ პოლიციას ნებით ჩაბარებოდა.

არსებული ცნობებით, სამართალდამცველებმა მოგვიანებით 37 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებიც დააკავეს, რომლებიც გაქცევაში დაეხმარნენ.

onalem

ტესტ