fbpx
საზოგადოება

“მამა ანტონიოს ჰქონდა “უცნაური” შეხვედრები თავის ოთახში მოზარდებთან” – რას ამბობს 19 წლის ბიჭი, რომელიც ორგანიზაციაში იზრდებოდა

მედია დეტალურად ავრცელებს 19 წლის ბიჭის ჩვენებას, რომელიც მამა ანტონიოს არასამთავრობო ორგანიზაციაში იზრდებოდა და ჰყვება იმ “საეჭვო” და “უცნაური” შეხვედრების შესახებ, რომლებიც სასულიერო პირს საკუთარ ოთახში მოზარდებთან ჰქონდა.

“ბავშვებს სცემდნენ, ჩემი ძმაც უცემიაც და ბევრი სხვა ბავშვი, რომელსაც ვიცნობ. თუ კარგად არ იქცეოდი და არ მუშაობდი, გსჯიდნენ. ჩემი ძმა ერთ-ერთმა აღმზრდელმა დასჯის მიზნით კარადაში ჩაკეტა.

ამას გარდა, მამა ანტონიოს ჰქონდა “უცნაური” შეხვედრები მოზარდებთან თავის პირად ოთახში. პატარები ვიყავით და ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით და ვერ ვიფიქრებდით, თუ რასთან გვქონდა საქმე, ერთმა 13 წლის ბავშვმა არ იცის, რა არის სექსუალური შევიწროვება. არც იმის უფლებას გვაძლევდნენ, რომ ტელეფონები შეგვეტანა, იცით რატომ?! იმიტომ, რომ შეიძლებოდა ეს ყველაფეირ გადაგვეღო.

მამა ანტონიოს ზოგი ბავშვი უფრო ახლოს ჰყავდა თავისთან, სხვებთან შედარებით. როცა მის ოთახში შედიოდნენ, სულ ვფიქრობდით, რას აკეთებდნენ იქ, რადგან უცნაური იყო. იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც სამოგზაუროდ დაჰყავდა, ზოგი კარგად იქცეოდა, ზოგი კი არა, მაგრამ მაინც მიჰყავდა, ამიტომ ვერ ვგებულობდი, რა კრიტერიუმებით არჩევდა,” ამბობს 19 წლის ბიჭი.

onalem

ტესტ