fbpx
საზოგადოება

“ჩემმა მეუღლემ კარანტინი არაჩვეულებრივად გაატარა, მე კი ფსიქოსომატური აშლილობა დამემართა” – ელენა პაპარიზუ

ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა, ელენა პაპარიზუმ ტელეკომპანია Mega-ზე, დანაი ბარკას გადაცემაში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა და მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ გაატარა კარანტინის პერიოდი და რა გავლენა მოახდინა პანდემიამ მასზე.

“კარანტინი იყო ორივენაირი, კარგიც და ცუდიც. კარგი იყო ის, რომ ვატარებდი უფრო მეტ დროს ანდრეასთან, მივდიოდით ყოველდღე სასეირნოდ. ვშლიდით მაგიდას დილას, შუადღეს, საღამოს… თუმცა, ფსიქოლოგიურად ამ ჩაკეტილობამ ჩემზე კარგი გავლენა არ მოახდინა.

მე და ჩემს მეუღლეს სრულიად სხვადასხვანაირი პასუხი გვაქვს იმაზე, თუ როგორ გავატარეთ კარანტინი. თუ ანდრეას ჰკითხავთ, ის არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს, მუშაობდა სახლიდან… მაგრამ მე ჩემი საქმე ძალიან მენატრებოდა, დამემართა თავის ტკივილი და ფსიქოსომატური აშლილობა. ეს იყო დეპრესიის მსუბუქი ფორმა. როცა კარანტინი დასრულდა, მინდოდა გარეთ გავსულიყავი და მეყვირა,” ამბობს ელენა.

onalem

ტესტ