fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ნეტავ, პავლოს ეცოცხლა, დაე ყოფილიყო ის ოქროს განთიადელების მიერ ნაწამები მსხვერპლი” – მაგდა ფისა

დღეს მაგდა ფისამ კიდევ ერთხელ იზეიმა და მასთან ერთად იზეიმა მთელმა საბერძნეთმა. მიხალოლიაკოსი, თავის კრიმინალურ გუნდთან ერთად, მათ შორის მასთან, ვინც პავლო ფისა სასტიკად მოკლა, ციხეში სულ მალე გადაინაცვლებს.

როდესაც ქალბატონმა მაგდამ სასამართლოს გადაწყვეტილება მოისმინა, ცრემლი ვერ შეიკავა:

“ნეტავ, პავლოს ეცოცხლა, დაე ყოფილიყო ოქროს განთიადელების მიერ ნაწამები ადამიანი, რომელიც სცემეს და გაანადგურეს… ისინი ცოცხლები მაინც არიან. ვგრძნობ, რომ სამართლიანობა აღდგა იმით, რომ ისინი ციხეში წავიდნენ.”

7 წლის, 1 თვისა და 4 დღის მანძილზე მაგდა ფისა ერთი წამითაც არ გაჩერებულა და საკუთარი შვილის სულის დასამშვიდებლად იბრძოდა. იბრძოდა იმისთვის, რომ მთელი საბერძნეთისთვის ჩამოეხსნა ეს დიდი ტვირთი, რასაც ფაშისტების თავისუფალი მოქმედება ერქვა.

ფისა ისევ ტირის, მაგრამ ამ ცრემლებში, ტკივილის გარდა, ბედნიერების ცრემლებიც ურევია…

onalem

ტესტ