fbpx
საბერძნეთი

იდეა, სავალდებულო ტესტირების შესახებ?! – რაზე საუბრობს საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი

საბერძნეთის მთავრობა და ექსპერტთა საბჭო მაქსიმალურ მზადყოფნას აცხადებენ, ვინაიდან, ომიკრონის გავრცელების თვალსაზრისით, არ არის გამორიცხული, რომ იანვრის თვეში დაფიქსირდეს ინფიცირებულთა “ცუნამი”, როგორც ამას პროფესორები უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ქვეყანაში ომიკრონის არც თუ ისე ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, მეცნიერთა მოსაზრებით, მისი გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორია, ვინაიდან ახლოვდება დღესასწაულები, რომლებიც ავტომატურად იწვევს ხალხის თავმოყრას.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი აცხადებს, რომ არსებობს იდეა, სავალდებულო ტესტირების შესახებ დღესასწაულების შემდეგ. ანუ შესაძლოა სავალდებულო გახდეს სელფ-ტესტის ჩატარება მას შემდეგ, რაც ჩაივლის შობისა და ახალი წლის შეკრებები, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ვირუსი გავრცელების კერას იპოვის სუფრებზე და დაფიქსირდება ინფიცირების ასიმპტომატური შემთხვევები.

პლევრის განმარტებით, უფასო ტესტების აღების თვალსაზრისით, მოსახლეობის მხრიდან იმდენად დიდი პასიურობა დაფიქსირდა, რომ განიხილავენ ტესტირების ვალდებულების დაწესებას, თუმცა, კონკრეტულად რა პროტოკოლის წესებით, ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, რომ ეს ვალდებულება შეეხოთ მათ, ვინც ბრუნდება აგარაკებიდან, სოფლებიდან, ანუ ვინც საშობაოდ წასული იყო თავისი მუდმივი საცხოვრებლიდან.

onalem

ტესტ