fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დამკრძალავმა ბიურომ ოჯახს სხვა გარდაცვლილი მიუსვენა

უჩვეულო შემთხვევა ევროსში მოხდა, სადაც ოჯახს გარდაცვლილი მამაკაცი უნდა დაეკრძალა და აღმოაჩინეს, რომ სასახლეში სრულიად უცხო ადამიანი ესვენა.

ირკვევა, რომ მოხუცი ათენში გარდაიცვალა და დასაკრძალად თავისი წარმოშობის სოფელში უნდა გადაესვენებინათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთ-ერთმა დამკრძალავმა ბიურომ აიღო საკუთარ თავზე და დაღუპული სოფლის ეკლესიაში მიასვენეს, სადაც მისი ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები, რათა საბოლოოდ გამომშვიდობებოდნენ.

როდესაც სასახლეს სახურავი გადახადეს, ნახეს, რომ იქ სრულიად უცხო ადამიანი ესვენა და დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ დამკრძალავ ბიუროს. აღმოჩნდა, რომ შეცდომა სწორედ მათი იყო და პარალელურად, ათენში, კიდევ ერთი ოჯახი ემზადებოდა მათთვის უცხო ადამიანის დასაკრძალად.

საბოლოოდ, ორივე დაკრძალვა მეორე დღისთვის გადაიდო, რათა ოჯახებისთვის შეცდომით გაგზავნილი გარდაცვლილები “გაეცვალათ”.

onalem

ტესტ