fbpx
საბერძნეთი

დღეიდან: მხოლოდ PCR ან Rapid ტესტით შემოსვლა საბერძნეთში – ნახეთ წესები

დღეიდან, 19 დეკემბრიდან, საბერძნეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის ძალაში. მთავრობამ ზომების გამკაცრება გადაწყვიტა გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონის ვარიანტი განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება ევროპაში და აუცილებელია ამ ყველაფრის კონტროლი მოგზაურობის თვალსაზრისით.

კერძოდ, დღეიდან საზღვრის კვეთა დასაშვები ხდება მხოლოდ და მხოლოდ PCR (მელოკულური) ტესტის ან Rapid ტესტის უარყოფითი პასუხით, განურჩევლად იმისა, ვაქცინირებულია თუ არა ადამიანი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Rapid ტესტი გაკეთებული უნდა იყოს მხოლოდ 24 საათით ადრე და არა 48 საათით, როგორც ეს აქამდე იყო ძალაში.

რა თქმა უნდა, ძალაში რჩება PLF ფორმის შევსების ვალდებულება თითოეული მგზავრისთვის, რაც ხდება ელექტრონული პლატფორმის, https://travel.gov.gr – ის საშუალებით.

არა მხოლოდ გამომგზავრებამდე, არამედ საბერძნეთში შემოსვლისასაც ტესტირების გავლა სავალდებულოა შემდეგი ქვეყნებიდან შემომავალი მგზავრებისთვის, განურჩევლად მოქალაქეობისა: ეგვიპტე, საქართველო, ალბანეთი, არგენტინა, ბულგარეთი, ბრაზილია, კუბა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ინდოეთი, ჩინეთი, ლიბია, მაროკო, ჩრ. მაკედონია, პაკისტანი, რუსეთი, თურქეთი. თუ Rapid ტესტი დადებითი აღმოჩნდება, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ PCR ანუ მოლეკულური ტესტი.

ზემოთ აღნიშნული ვალდებულება ეხებათ მხოლოდ მათ, ვინც არ არის აცრილი და არ ეკისრებათ მათ, ვინც ან ვაქცინირებულია ან დაავადებული იყო კორონავირუსით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან საბერძნეთში შემოსვლა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც აქვთ ბინადრობის ნებართვა. ტურისტული, სამთვიანი უვიზო რეჟიმის ფარგლებში შემოსვლა დასაშვები ჯერჯერობით არ არის.

onalem

ტესტ