fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო გამოსვლა – პრემიერმა ახალი ზომები დაასახელა

რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ახალი ზომები დაასახელა, რომელიც მთავრობამ ექსპერტებთან მუშაობის შედეგად მიიღო.

კერძოდ, პრემიერი აცხადებს, რომ შაბათს დილის 06:00 საათიდან მოქმედებაში შედის ორი ზომა:

  • გადაადგილების აკრძალვა 00:30 საათიდან 05:00 საათამდე. (გამონაკლისი დაიშვება მათთვის, ვინც მუშაობს ან აქვს გადაადგილების გადაუდებელი მიზეზი).
  • პირბადის ტარების ვალდებულება აბსოლუტურად ყველგან, ღია თუ დახურულ სივრცეებში.

აღნიშნული ზომები მოქმედებს საფრთხის მე-3 და მე-4 დონეზე მყოფ რეგიონებში, ანუ ე.წ. “ფორთოხლისფერ” და “წითელ” ზონებში.

როგორც მიცოტაკიმ აღნიშნა, პირბადე არის ვაქცინა ვაქცინამდე, ამიტომ უნდა ვატაროთ ის ყველგან.

შეგახსენებთ, რომ ფორთოხლისფერ ზონებში შედის ატიკა, თესალონიკი, სერესი, ვიოტია, ლარისა. შაბათს დილის 06:00 საათიდან თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მოეთხოვება გადაადგილდეს პირბადით ყველგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება შესაბამისად.

onalem

ტესტ