fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! სად არის ხვალიდან სავალდებულო პირბადის ტარება მუდმივად?!

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, საგანგებო გამოსვლის საშუალებით, მოსახლეობას ახალი ზომების შესახებ აცნობა.

ხვალ დილის 6 საათიდან მოქმედებაში შედის ორი კანონი:

  • გადაადგილების აკრძალვა ღამით, 00:30 საათიდან 05:00 საათამდე. (გამონაკლისი დაიშვება მათთვის, ვინც მუშაობს ან აქვს გადაუდებელი მიზეზი).
  • პირბადის უნივერსალური ტარება, ანუ აბსოლუტურად ყველგან.

ეს ზომები მოქმედებაში იქნება იმ რეგიონებში, რომლებიც მიეკუთვნებიან “წითელ” და “ფორთოხლისფერ” ზონებს.

წარმოგიდგენთ ტერიტორიებს, სადაც მოსახლეობას მოეთხოვება პირბადე ატაროს გარეთ ნებისმიერი გასვლის შემთხვევაში:

ატიკა, თესალონიკი, ახაია, ზაკინთო, ირაკლიო (კრეტა), თირა, იოანინა, კარდიცა, კეა (კითნოსი), ლესვოსი, მიკონოსი, პელა, სამოსი, ტრიკალა, ვიოტია, ლარისა, სერესი.

ამ დროისთვის ადგილობრივი კარანტინი გამოცხადებულია კასტორიასა და კოზანში. 

 

onalem

ტესტ