fbpx
საბერძნეთი

თურქეთში ხალხის დასახმარებლად ჩასული სამი ბერძენი მოხალისე დააკავეს და საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს

ბერძნული მედია სკანდალური ფაქტის შესახებ იუწყება, რომელიც თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ჩასულ ბერძენ მოხალისეებს ეხებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი ბერძენი მოხალისე თურქეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა დააკავა და ადანას საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც შეუზღუდეს წვდომა მობილურ ტელეფონებზე. თავად აცხადებენ, რომ უკანონო დაკავების გარდა, არ ჰქონდათ არც საკვები. აქვე დასძენენ, რომ მათზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა.

როგორც ირკვევა, მოხალისეები Τ34-ის ჯგუფს ეკუთვნიან და თურქეთში ხალხის დასახმარებლად მოხალისეობრივად გადაწყვიტეს ჩასვლა.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ბერძნებს ჯერ სტამბოლში გადაიყვანენ, ხოლო იქიდან შემდეგ საბერძნეთში დაბრუნდებიან.

 

onalem

ტესტ