fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ ემიგრანტების დაჯგუფება გაშიფრა, რომელიც ათენში ხალხს ძარცვავდა და ხოცავდა

საბერძნეთის პოლიციამ სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ემიგრანტებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება გაშიფრა და მისი 5 წევრი დააკავა. მათ ბრალად ედებათ მრავალჯერადი ძარცვა ატიკის მასშტაბით, მათ შორის, ათენის ცენტრში. ამას გარდა, ბრალდებებს შორის არის ორი მკვლელობა და მკვლელობის სამი მცდელობა.

საუბარია პაკისტანელებისგან შემდგარ კრიმინალურ დაჯგუფებაზე, რომელიც 2021 წლის აპრილში 28 ოქტომბრის ქუჩაზე მდებარე ბინაში შეიჭრა, სადაც 74 წლის ბერძენი მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. მოხუცი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ ხელები შეუკრეს და გაგუდეს. მათი მსხვერპლი გახდა ასევე 47 წლის პაკისტანელი, მათი თანამემამულე, რომელიც ასევე წამებით მოკლეს.

დაჯგუფება თავს ესხმოდა არა მხოლოდ სახლებს, არამედ მაღაზიებს, გადაადგილდებოდნენ დანებით, რომელთაც ჯერ კიდევ ჰქონდათ სისხლის კვალი, წინა თავდასხმებიდან. ისინი მსხვერპლთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ, უსწორდებოდნენ ფიზიკურად ბასრი იარაღით და ზოგ შემთხვევებში იყენებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს მუქარისთვის.

ასევე დაკავებულია მათი ლიდერი, რომლის ასაკიც დადგენილი არ არის, დაბადებულია, სავარაუდოდ, 1972 ან 1962 წელს და “პასუხისმგებელი იყო” დანაშაულების ორგანიზებასა და კოორდინაციაზე.

onalem

ტესტ