fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ცნობილი ადვოკატის მაფიოზური მკვლელობა ათენის ცენტრში

ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით ექსარხიაში, ცნობილი ადვოკატის ოფისში უცნობი პირები შეიჭრნენ.

გარდაცვლილია ადვოკატი მიხალის ზაფიროპულო. ის ახალი დემოკრატიის ყოფილი წევრის, ნოდა ზაფიროპულოს შვილია, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა.

საღამოს 7 საათის შემდეგ ოფისის კარზე ზარი ორმა ადამიანმა დარეკა. ადვოკატმა კი კარი თვითონ გახსნა. მათ 1 წუთიც არ უსაუბრიათ, უცნობებმა თავში ორი ტყვია ესროლეს და სწრაფად გაუჩინარდნენ.

ამ დრომდე უცნობი რჩება, ვინ იპოვა ცნობილი ადვოკატი სისხლის გუბეში, რომელიც კართან უგონოდ ეგდო.

სამწუხაროდ, ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

onalem

ტესტ