fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა ქალბატონმა სასამართლოსგან საკუთარი შვილის ციხეში ჩასმა მოითხოვა, “სანამ გვიანი არ იყო”

მოხუცებულმა ქალბატონმა ირაკლიოს სასამართლოსგან საკუთარი შვილის დაუყოვნებლივ ციხეში გადაყვანა მოითხოვა. ამის შესახებ ცნობებს ბერძნული მედია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ქალმა განაცხადა, რომ “სანამ გვიან არ არის” და მის სიცოცხლეს არ იმსხვერპლებდა, მისი ვაჟი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. მამაკაცს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო სერიოზული პრობლემები აქვს და ძალადობრივი ქცევით გამოირჩევა დედის მიმართ.

“ამას წინათ გაზის ბალონი გახსნა და სიგარეტის ანთება სცადა, ეს რომ მომხდარიყო, ყველას აგვაფეთქებდა. მეტს ვეღარ ვუძლებ, გთხოვთ, დამეხმაროთ და ციხეში გადაიყვანოთ.

ბოლო 10 დღეა იძულებული ვარ დავტოვო სახლი, რათა ჩემმა შვილმა არ მომკლას, ნათესავებთან ვრჩები. სახლშია გამოკეტილი და წამლების ტომარა აქვს,” თქვა ქალმა.

სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა, ქალს კი ურჩიეს, რომ სანამ მის ვაჟს დააკავებდნენ და ციხეში გადაიყვანდნენ, უსაფრთხოების მიზნით, კვლავ მასპინძელ სახლში წასულიყო.

onalem

ტესტ