fbpx
საბერძნეთი

ვიდეო-დოკუმენტი: მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, სპატაში ხანძარი გააჩინა

ხელისუფლების ხელშია ვიდეო-დოკუმენტი, რომელიც ასახავს მამაკაცის საეჭვო გადაადგილებას დილის 05:30 საათზე სპატას ტერიტორიაზე.

ეს არის დღე, როდესაც პენდელში გამანადგურებელი ხანძარი გაჩნდა. კადრებზე ჩანს, როგორ მიემართება მამაკაცი იმ ადგილისკენ, სადაც მშრალი ბალახი და ხეებია, იქ რამდენიმე წამი რაღაცას აკეთებს და შემდეგ წასვლას ჩქარობს. სწორედ მისი წასვლის შემდეგ ჩნდება ხანძარი ზუსტად იმ ადგილას.

“მან მანქანა გააჩერა და საბარგული გახსნა. ვხედავდი, რომ მოპირდაპირე მხარეს გადავიდა, შემდეგ მხედველობის არიდან დავკარგე და რამდენიმე წუთში გაჩნდა ხანძარიც,” ამბობს მოწმე.

საქმეს შესაბამისი სამსახური იძიებს.

onalem

ტესტ