fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 1 წლის წინ მომხდარ გახმაურებულ საქმეზე კიდევ ერთი უცხოელი დააკავეს

დასავლეთ ატიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალი გასულ წელს ჩადენილ დანაშაულში მიუძღვის. ორი მამაკაცი მოხუცი ქალის სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა, შემდეგ კი მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

25 წლის ალბანელი, თავის თანამზრახველთან ერთად (ასევე ალბანელი), რომელიც ალბანეთის ციხეში იხდის სასჯელს, მოხუცი ქალის სახლში შეიჭრა, სადაც ის თავის 46 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა.

მათ ვერ იპოვეს იმ რაოდენობის თანხა, რისი მოლოდინიც ჰქონდათ, რის ფონზეც 46 წლის ქალი დედის თვალწინ გააუპატიურეს და ეს ყველაფერი 12 საათის მანძილზე ხდებოდა.

დამნაშავეები მსხვერპლის მეზობლები იყვნენ და მათ თვალყურს ადევნებდნენ. უყურებდნენ, როგორ მიდიოდა ორი ქალი ბანკში და თანხა გამოქჰონდა.

მათ შეადგინეს გეგმა, რომლის მიხედვითაც სახლში ფანჯრიდან შევიდოდნენ. თუმცა, რადგანაც თანხის სასურველი რაოდენობა არ დახვდათ, დანაშაულს დანაშაული დაუმატეს.

დაკავებული სასამართლოს წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ