fbpx
საბერძნეთი

ΑΦΜ-ის ნომრის ავტომატური გაცემა საბერძნეთში – ბავშვები აღნიშნულ ნომერს მიიღებენ მშობლების დეკლარაციის საფუძველზე

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ΑΦΜ-ის ნომერი ბავშვებზე უკვე ავტომატურად გაიცემა საგადასახადო სამსახურისგან და მშობლებს არ სჭირდებათ დამატებითი ზომების მიღება ამ პროცესისთვის, ასევე, არც თავად დასჭირდებათ მას შემდეგ, რაც სრულწლოვანები გახდებიან, რომ მივიდნენ შესაბამის უწყებაში და ბიუროკრატიული პროცედურები გაიარონ.

როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადება და მშობლები მათ თავიანთ საშემოსავლო დეკლარაციაში გაატარებენ, საგადასახადო სამსახური ავტომატურად გასცემს ΑΦΜ-ის ნომერს ბავშვზე და გააგზავნის ელექტრონული შეტყობინების სახით.

იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მშობლების ΑΦΜ-ისა და ΑΜΚΑ-ს ნომრის საშუალებით და ბავშვების ΑΦΜ-ის ნომერი დაკავშირებული იქნება მშობლის ნომერთან. ყველაფერი აღნიშნული გამოჩნდება ციფრულ პორტალზეც.

საბერძნეთის კანონმდებლობის მიხედვით, 18 წელს ზემოთ პირებისთვის სავალდებულოა ΑΦΜ-ის ნომრის ქონა, მიუხედავად იმისა, წარადგენენ თავიანთ საგადასახადო დეკლარაციას თუ არიან დამოკიდებული პირები.

onalem

ტესტ