fbpx
საბერძნეთი

რა დატოვა უკან პენდელის ხანძარმა – 39 სახლი საცხოვრებლად უვარგისია, 45-ში კი, ცხოვრება დროებით არ შეიძლება

გავრცელებული ინფორმაციით, პენდელის ტერიტორიაზე შემოწმება 155 სახლს ჩაუტარდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებლად აბსოლუტურად უვარგისად ითვლება 39 სახლი, ხოლო 45 სახლი დროებით უვარგისად. ნათელია, რომ ათობით ოჯახი, რომელიც რამდენიმე წევრისგან შედგება, საკუთარი ჭერის გარეშეა დარჩენილი.

ცხადია, შემოწმების პროცესი არ დასრულებულა და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე შენობა გამოცხადდება ცხოვრებისთვის შეუსაბამოდ. ამას გარდა, შემოწმება ჩაუტარდა 5 ტაძარს, რომელთაგან 4 ჩაითვალა, როგორც საფრთხის შემცველი.

შეგახსენებთ, რომ პენდელის გარდა, სადაც მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა, ხანძრები მძვინვარებს ილიას, კეფალონიისა და ევროს ტერიტორიებზე. ევროსში ცეცხლის კერა დაახლოებით 2 კილომეტრიანია.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ