fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს აძლიერებს – წვეულებების აკრძალვა ივლისის ბოლომდე

მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა, დღეს პრემიერის სასახლეში გამართული შეხვედრისას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელიც გულისხმობს, რომ მთავრობა ითხოვს რეკომენდაციებს ექსპერტებისგან წვეულებების აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ეხება კორონავირუსის გავრცელების საკითხს.

ანუ საბერძნეთის მთავრობას სურს, რომ ივლისის ბოლომდე აკრძალოს მასშტაბური წვეულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ე.წ. “პანიგირები”.

ამასთანავე, პეცასმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის გაძლიერების საკითხზე. საუბარია კონკრეტულად პრომახონას და კაკავიას საზღვრებზე.

ირკვევა, რომ ამ ტერიტორიებზე, ათენის საერთაშორისო აეროპორტთან შედარებით, 4-ჯერ მეტი დადებითი ტესტი ამოდის, როდესაც შემომავალი ხალხი კორონავირუსზე მოწმდება.

საბერძნეთი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე, სადაც ასევე რთული მდგომარეობა ფიქსირდება და იგეგმება კონტროლის გაძლიერება.

როგორც კი მთავრობას ექსპერტების მხრიდან ექნება რეკომენდაცია, რომ აიკრძალოს მასშტაბური წვეულებები, ეს აკრძალვა მოქმედებაში შევა და ივლისის ბოლომდე იქნება ძალაში.

onalem

ტესტ