fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში ექიმებს ითხოვენ – მძიმე პაციენტები 39-დან 60 წლამდე არიან

ტელეკომპანია Mega-ს კამერა თესალონიკის “პაპანიკოლაუს” საავადმყოფოდან გულისამაჩუყებელ კადრებს ავრცელებს.

ირკვევა, რომ საბერძნეთის მეორე უდიდეს ქალაქში უკვე სამედიცინო პერსონალის დეფიციტია და უმძიმესი პაციენტების ასაკი არის 39-დან 60 წლამდე.

კორონავირუსი არ “უყურებს” ასაკს… რამდენიმე დღის წინ რეანიმაციიდან გამოვიდა 23 წლის ბიჭი, პანაიოტი, რომელიც კორონავირუსს 10 დღე-ღამის მანძილზე ებრძოდა.

როგორც ექიმები ამბობენ, ზოგიერთი პაციენტი ოჯახის წევრებს ვიდეო-ზარის საშუალებით ესაუბრება, ზოგი კი ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ ვერაფრის თქმას ვერ ახერხებს.

onalem

ტესტ