fbpx
საბერძნეთი

ნეა სმირნი: ცნობილი კარდიოლოგი პაციენტი ქალის სექსუალური შევიწროვებისთვის დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, ნეა სმირნის ტერიტორიაზე, ცნობილი კარდიოლოგი დააკავეს.

როგორც Protothema.gr იუწყება, 42 წლის ქალბატონი, რომელიც მისი პაციენტი იყო, პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ ექიმმა თავის კაბინეტში სექსუალურად შეავიწროვა.

არსებული ცნობებით, ქალი 65 წლის კარდიოლოგის კაბინეტში ჩვეულ ვიზიტზე მივიდა, სადაც მისგან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა.

ექიმი პოლიციამ დააკავა და პროკურატურაში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ საქმე უხამსი ქმედების განხორციელების ბრალდებით არის აღძრული.

onalem

ტესტ