fbpx
ორგანიზაციებისაბერძნეთი

საბერძნეთი: ბავშვები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის ინფორმაციით, საბერძნეთი ბავშვთა საცხოვრებელი პირობების მიხედვით, 41 ქვეყანას შორის 31 ადგილზეა. შესაბამისად, საბერძნეთში ბავშვების 25,5% სიღარიბეში, ხოლო 39% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

UNICEF-ის ექსპერტებმა შეადარეს 41 ქვეყანაში არსებული ცხოვრების ხარისხი და აღმოჩნდა, რომ მიუხედავად განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისა, ყოველთვის არსებობს გარკვეული ფენა, რომელიც განვითარების მიღმა რჩება. ამიტომ გამოიკვეთა ორი ძირითად მიზანი – სიღარიბისა და შიმშილის პრობლემის აღმოფხვრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუ ახლანდელი ვითარება შეუცვლელი დარჩა, ეს ნიშნავს, რომ 2030 წლამდე 5 წლამდე ასაკის 69 მილიონი ბავშვი დაიღუპება.

კერძოდ, განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მე-8 ბავშვი მშიერია, ხოლო ხუთიდან 1 სიღარიბეში ცხოვრობს. თუმცა, ეს მხოლოდ საშუალო სტატისტიკაა და ქვეყნებს შორის ეს მაჩვენებლები მკვეთრად იცვლება. მაგალითად, დანიაში ყოველი მეათე ბავშვი სიღარიბის ზღვარზეა, ხოლო ისრაელში ყოველი მესამე.

კვლევის ზოგიერთმა შედეგმა მეცნიერები ძალიან გააკვირვა. მაგალითად, მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვები ბულგარეთსა და რუმინეთში ბევრად უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ახალ ზელანდიაში.

UNICEF-ის წარმომადგენელი აცხადებს: ”ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ბავშვებისთვის კარგი ცხოვრების გარანტი არ არის.  მოვუწოდებ ხელისუფლებას, მიიღოს გარკვეული ზომები, რათა კრიზისულ პერიოდში ასეთი მძიმე მდგომარეობა ოდნავ მაინც შემსუბუქდეს.”


onalem

ტესტ