fbpx
საბერძნეთი

თრილერი Emirates-ის ხომალდზე: იპოვეს მამაკაცი, რომლის გამოც თვითმფრინავი საგანგებოდ, F-16-ების თანხლებით დაეშვა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ მიაგნეს მამაკაცს, რომლის გამოც Emirates-ის თვითმფრინავი საგანგებო რეჟიმში დაჯდა ათენში, F-16-ების თანხლებით. საუბარია თურქეთის 35 წლის მოქალაქეზე, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ ნიუ იორკისკენ მიმავალ თვითმფრინავში ტერორისტული აქტი შეიძლებოდა განეხორციელებინა. ის არცერთი თვითმფრინავის ბორტზე რეალურად არ იმყოფებოდა.

მედია იუწყება, რომ თურქი მამაკაცი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია, საბერძნეთში თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი და მისი საბუთები 2025 წლამდეა ძალაში. მან ამერიკაში გასამგზავრებლად ვიზის აღება სცადა, რათა ნიუ იორკში როგორც ლტოლვილი ისე გამგზავრებულიყო.

როგორც ირკვევა, არსებობდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი შესაძლოა Emirates-ის ხომალდით მგზავრობდა და სწორედ ამის გამო გაიცა საგანგებო ბრძანება, თვითმფრინავის დასმის შესახებ, იტალიამ და საფრანგეთმა კი, სწორედ უსაფრთხოების მიზნით თქვეს უარი მის მიღებაზე.

 

 

 

 

onalem

ტესტ