fbpx
საბერძნეთი

ტემპერატურის კლება და წვიმა – როდის იცვლება საბერძნეთში ამინდი?

მზიანი და ნესტიანი დღეების შემდეგ საბერძნეთში ამინდი იცვლება. როგორც ირკვევა, მიმდინარე კვირაში მოსალოდნელია, რომ ტემპერატურამ შედარებით დაიკლოს და სინოპტიკოსები ნალექსაც გვპირდებიან, ზოგიერთ რეგიონში.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ამინდი სწორედ დღეიდან იცვლება და წვიმა მოსალოდნელია თავდაპირველად მაკედონიაში, შემდეგ თანდათან გავრცელდება ცენტრალურ საბერძნეთშიც. საღამოს საათებიდან წვიმა გაძლიერდება ჩრდილოეთ და  ცენტრალურ საბერძნეთში, პელოპონისოს მთიან და ნახევრად მთიან რაიონებში.

ოთხშაბათს შედარებით მზიანი ამინდი იქნება, თუმცა,  მთიან რეგიონებსა და თესალიაში კვლავ არსებობს წვიმის შანსი. არასტაბილური ამინდის ფენომენი ნელ-ნელა შესუსტდება შაბათი დღიდან.

ათენში წვიმა მოსალოდნელია ხვალისთვის და შაბათს საღამოს საათებში, ტემპერატურა მაქსიმუმ 33 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ