fbpx
საბერძნეთი

როდის გადავდივართ ზამთრის დროზე?! – კვლავ საათების გადაწევა საბერძნეთში

შეიძლება ზაფხული ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ბევრი ადამიანი ინტერესდება, კვლავ გადავალთ თუ არა ზამთრის დროზე და უნდა გადავწიოთ თუ არა, შესაბამისად, საათებიც.

როგორც ირკვევა, საბერძნეთში კვლავ მოგვიწევს დროის შეცვლა და საათების გადაწევა. ეს, ტრადიციულად, მოხდება ოქტომბრის ბოლო კვირას, შესაბამისად, 30 ოქტომბერს. 04:00 საათისთვის ავტომატური ცვლილება მოხდება და ჩვენი ტელეფონები, კომპიუტერები და ყველაფერი, რაც თავისით ცვლის დროს, 03:00 საათს აჩვენებს, ხოლო მაჯის და კედლის საათებს 1 საათით უკან გადავწევთ.

ამ დროისთვის ჩანს, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ უჭერენ მხარს ამ ტენდენციის აღმოფხვრას და გაურკვეველია, როდიდან აღარ დაგვჭირდება საათების გადაწევა.

onalem

ტესტ