fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კიფსელი: დაკავებულია 32 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად 15 შეიარაღებული ძარცვა ედება

კიფსელზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში საბერძნეთის პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა. მას ბრალად ათენის მასშტაბით ჩადენილი 15 შეიარაღებული ძარცვა ედება. მისი სამიზნე ობიექტები იყო სუპერმარკეტები, მინიმარკეტები, კიოსკები, ბენზინგასამართი სადგურები და ა.შ. მისი ეროვნება ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ის საბერძნეთის პოლიციამ თავისი ბოლო ძარცვის შემდეგ, რამდენიმე ხანში აიყვანა. მამაკაცმა 20 დეკემბერს კიფსელზე ფოსტის ოფისი გაძარცვა, შემდეგ კი ამავე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა.

პოლიციამ მის საპოვნელად სპეციალური ჯგუფი ჩამოაყალიბა და საბოლოოდ მისი ადგილსამყოფელის იფენტიფიცირება მოხდა. ბინიდან ამოღებულია იარაღი, ვაზნები და 3, 790 ევრო, რომელიც ფოსტის ოფისიდან მოიპარა.

პოლიციამ ასევე იპოვა მობილური და ტანსაცმელი, რომელიც 32 წლის მამაკაცს ბოლო ქურდობისას ეცვა.

ბრალდებული ათენის პროკურორის წინაშე წარსდგა და მისი სასჯელი უახლოეს მომავალში განისაზღვრება.

onalem

ტესტ