fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 21 სექტემბერს, ათენში მეტრო და ΗΣΑΠ 24 საათის მანძილზე არ იმუშავებს – თანამშრომელთა გაფიცვა ათენში

ხვალ ათენში, გადაადგილების თვალსაზრისით, საკმაოდ რთული დღე იქნება. უახლესი ინფორმაციით, გაფიცვას აცხადებენ მეტროს თანამშრომლებიც, რაც ნიშნავს, რომ არ იმუშავებს არცერთი ხაზი.

კერძოდ, 21 სექტემბერს, 24 საათის მანძილზე არ იმუშავებს მეტროს მე-2 და მე-3 ხაზი და არც 1-ელი ხაზი ანუ ΗΣΑΠ (ტრენო/ილეკტრიკო).

გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ავტობუსებისა და ტროლეიბუსების საშუალებით 09:00-დან 21:00 საათამდე, რადგან ისინი არ იმოძრავებენ ადრეული დილის საათებში, ხოლო მუშაობას ნელ-ნელა შეწყვეტენ 20:00 საათის შემდეგ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაგეგმილია შრომის კანონპროექტის დებულებების საწინააღმდეგო აქცია კლავთმონოს მოედანზე, რომელიც 10:30 საათზე დაიწყება.

იფიცებიან საჰაერო ნავიგაციის თანამშრომლებიც, რასაც შესაძლოა მოჰყვეს რეისების გაუქმება და ფრენების პროგრამის ცვლილებაც.

onalem

ტესტ