fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია პაგრატზე: 36 წლის ქალს სახლის კარი ჩაეკეტა, აივნიდან გადასვლა სცადა და გადავარდა

ტრაგედია ათენის ცენტრში, კერძოდ, პაგრატზე, 20:30 საათზე მოხდა. მე-3 სართულიდან გადავარდა ახალაგზრდა ქალი, რომელიც საკუთარ სახლში გადასვლას ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სახლის კარი ჩაეკეტა და ვინაიდან შიგნით შესვლას ვერ ახერხებდა, ნაცვლად იმისა, რომ დახმარება სპეციალისტისთვის ეთხოვა, გადაწყვიტა, რომ გვერდითა ბინის აივნიდან გადასულიყო. სამწუხაროდ, ამ მცდელობისას ქალს ფეხი დაუცურდა და მე-3 სართულიდან გადავარდა.

ცხადია, დაცემის შედეგად მან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მისი გარდაცვალება დადასტურდა.

არსებული ცნობებით, ქალს შვილი დარჩა.

onalem

ტესტ