fbpx
საბერძნეთი

სხვა სამყარო მიკონოზე: 700 ევრო შეზლონგი, მაგიდა კი 200.000 ევროდან

არავის უკვირს კოსმოპოლიტურ მიკონოზე არსებული მდგომარეობა და ფასები, მითუმეტეს ტურისტულ სეზონზე, თუმცა, არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც როგორც ჩანს, ქარების კუნძული უკვე გასცდა.

შეიძლება ვთქვათ, რომ “მიკონო არ არის ყველასთვის!”… არა, ის ნამდვილად არ არის ადამიანებისთვის, რომლებიც წლის მანძილზე გაჭირვებით დებენ თანხებს იმისთვის, რომ ზაფხულში რამდენიმე დღით დაისვენონ. ეს კუნძული უფრო მათთვის არის განკუთვნილი, ვინც უბრალოდ არ იცის, თუ სად დახარჯოს ფული. მიკონო არის მათთვის, ვისი შემოსავალიც წლიდან წლამდე არათუ ეცემა, არამედ იზრდება, რადგან ასე ხდება თავად კუნძულზეც, ფასების თვალსაზრისით.

მაგალითისთვის ცნობილ სანაპირო ბარებში, დაახლოებით 10 ყველაზე ცნობილ გასართობ დაწესებულებაში ერთი მაგიდის დაჯავშნის ღირებულება 200.000 ევროს უდრის, ხოლო თუ წყვილი შეზლონგის შეძენა გსურთ, ფასები 700 ევროდან იწყება, გააჩნია, სანაპიროს რომელ რიგში გნებავთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოცემული ფასები არის მინიმუმი, ანუ ყველაზე ნაკლები, რაც კი შეიძლება ეს სიამოვნება დაგიჯდეთ. თანაც გადახდა ხდება მანამდე, სანამ საერთოდ მაგიდასთან მიხვალთ და დაჯდებით.

 

onalem

ტესტ