fbpx
საბერძნეთი

კაფეებსა და მაღაზიებში შესვლის აკრძალვა ზამთარში აუცრელებს? – რაზე ისაუბრა ადონის გეორგიადიმ?

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას საბერძნეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ განაცხადა, რომ მთავრობა ღიად ტოვებს შესაძლებლობას, რომ ზამთარში, მაშინ, როცა გარეთ დაჯდომა არც თუ ისე კარგი იდეა იქნება კაფებსა და ტავერნებში, მოსახლეობის აუცრელმა ნაწილმა საერთოდ ვერ შეძლოს მსგავსი მომსახურებით სარგებლობა.

ზამთრის პერიოდში, როცა საკმაოდ ცივა, გარე ტერიტორიებით მოსახლეობის მცირე ნაწილი სარგებლობს, ყველას სურს დახურულ სივრცეში, თბილად ჯდომა, რაც ნიშნავს, რომ მას, ვინც არ იქნება აცრილი, შესაძლოა აეკრძალოს შიგნით შესვლა.

რაც შეეხება მაღაზიებში მხოლოდ აცრილთა შეშვებას, გეორგიადიმ ამ კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა, რაც გარკვეულწილად იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ მთავრობა არც ამ საკითხს გამორიცხავს.

“სახელმწიფო არ არის ტირანი. მე ვიქნები პირველი, ვინც ძალიან დამწუხრდება, თუ ვინმე იმიტომ დაკარგავს სამსახურს, რომ ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. 

არ გამოვრიცავ, რომ ზამთარში აუცრელებმა საერთოდ ვერ შეძლონ კაფეებსა და ტავერნებში, დახურულ ტერიტორიებზე შესვლა. 

საბერძნეთი, ტურიზმის გამო, ვერანაირად ვერ შეძლებს, რომ “გადაურჩეს” კორონავირუსის გავრცელებას, ჩვენ უბრალოდ უნდა შევზღუდოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შევაჩეროთ ის, როცა “ფეთქდება”.

ახლა ინფიცირების შემთხვევები გარკვეულწილად იკლებს, რადგან მივიღეთ ისეთი ზომები, რომლებსაც ჩანს, რომ შედეგი მოაქვს,” ამბობს მინისტრი.

onalem

ტესტ