fbpx
საბერძნეთი

ბერძნულმა მხარემ 5 არალეგალი იმიგრანტი დახრჩობას გადაარჩინა – მიმდინარეობს კიდევ 8 ადამიანის ძებნა

მედიის ინფორმაციით, კუნძულ კასოს წყლებში არალეგალი იმიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. როგორც ირკვევა, ნავზე იმყოფებოდა 45 ადამიანი, რომელთაგან 32 მალტის დროში ქვეშ მცურავ გემზე აიყვანეს და ამ გზით იხსნეს სიკვდილისგან, ხოლო 5 მათგანი სპეციალურად გაგზავნილმა ბერძნულმა Super Puma-ს ვერტმფრენმა აიყვანა ბორტზე და დახრჩობას გადაარჩინა.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, იძებნება კიდევ 8 ადამიანი, რომელიც ნავის ჩაძირვის შემდეგ გაქრა. იმიგრანტები, რომლებიც საბერძნეთში საზღვაო გზით ცდილობდნენ შემოსვლას, სირიელები არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბერძნეთში ნავის ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი და სამაშველო ოპერაცია მაშინვე დაიწყეს, დაახლოებით 22:00 საათზე. 23:00 საათზე კი, ადგილზე თურქული მხარე გამოჩნდა, რომელიც იუწყებოდა, რომ მათ უნდა ჩაეტარებინათ სამძებრო/სამაშველო ოპერაციები, რადგან ეს მათი ტერიტორია იყო. საბოლოოდ, ემიგრანტებს ისევ ბერძნები დაეხმარნენ, როგორც ეს შესაძლებელი იყო, გვიან ღამით, როდესაც ხილვადობა არ არის და განსაკუთრებით რთულია წყალში მყოფი ადამიანების პოვნა.

თურქულმა მედიამ ჩაძირული ნავის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

onalem

ტესტ