fbpx
საზოგადოება

“უსაფრთხოებას მხოლოდ იქ ვიგრძნობ, სადაც ყველა ვაქცინირებული იქნება” – სმარაგდა კარიდი

ცნობილმა მსახიობმა, სმარგდა კარიდიმ გადაცემაში, «Καλοκαίρι #Not», ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ესმის მათი, ვინც აცრაზე უარს აცხადებს:

“თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობდი, თუ წავიდოდი ისეთ ადგილას, სადაც ყველა ვაქცინირებულია. მეც აცრილი ვარ და ზოგადად, ძალიან ვემხრობი ვაქცინაციის პროცესს.

არ მესმის არცერთი მოძრაობისა და აქტივობის არსი, რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგ არის მიმართული. ვერ ვხვდები, სხვა დაავადებების დროს რატომ არ ხდებოდა ეს ყველაფერი, ჩვენ ყოველთვის ვიცრებოდით ბავშვობიდან სხვადასხვა დაავადებებზე, მაგალითად წითელაზე. ის რასაც ვეწინააღმდეგები, არის თავად აცრის წინააღმდეგ გამართული აქციები.

მესმის ის, რომ ადამიანებს აქვთ შიშის განცდა, ეშინიათ გვერდითი მოვლენების. მეც მაქვს ეს შიში, არ იყო მარტივი, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა დავიცვათ ჩვენი გარშემომყოფები და დავუბრუნდეთ ჩვენს ძველ ცხოვრებას,” ამბობს სმარაგდა კარიდი.

onalem

ტესტ