fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: მამა შვილების თვალწინ დაიღუპა, დედა კი სიკვდილს ებრძვის

გუშინ ღამით მომხდარ ავარიას ფატალური შედეგები მოხდა. კრეტაზე, მესარას საზოგადოება მწუხარებით არის მოცული მას შემდეგ, რაც ორი შვილის მამა, 34 წლის იანის კაცუნასი ოჯახის თვალწინ დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი მანქანა ერთმანეთს გუშინ, დაახლოებით 21:00 საათზე, დიდი ინერციით შეეჯახა. ერთ-ერთ მათგანში კაცუნასი, მისი 29 წლის მეუღლე, ორი შვილი და კიდევ ერთი მამაკაცი ისხდნენ.

შეჯახების შედეგად გარდაიცვალა 34 წლის იანის კაცუნასი, ხოლო მისი 29 წლის მეუღლე და 9 წლის გოგონა მძიმედ დაშავდნენ. მსუბუქი დაზიანებები აქვთ მეორე ბავშვსა და მამაკაცს. ასევე მსუბუქად დაშავდნენ მეორე მანქანაში მსხდომები (ორი მამაკაცი).

29 წლის ქალი ვენიზელიუს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხებათ ბავშვებს, ისინი ΠΑΓΝΗ-ში მკურნალობენ, 9 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება ინციდენტის მიზეზებს იძიებს.

onalem

ტესტ