fbpx
საზოგადოება

უსაფრთხოების წესები საბერძნეთის სანაპიროებზე – რა გვევალება ამ ზაფხულს?!

მას შემდეგ, რაც გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა, მოსახლეობის უსაფრთხოება მათსავე ხელში გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოვიჩინოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და სიფრთხილე, აკრძალვების გარეშე.

ზაფხულის მოახლოვებასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად ხალხი სანაპიროებზე გავიდა და როგორც ექსპერტები იუწყებიან, ზღვაში ბანაობა საფრთხეებს არ შეიცავს.

მიუხედავად ამისა, სანაპიროებზე გასვლის მსურველთათვის, კვლავ მოქმედებს კამპანია “ვრჩებით უსაფრთხოდ”, რომელიც რამდენიმე წესს ითვალისწინებს. ესენია:

  • აუცილებლად ვიცავთ 2 მეტრიან დისტანციას სხვებისგან
  • ვერიდებით ხალხით გადატივრთულ ადგილს და თავადაც არ ვქმნით გადატვირთულობას
  • დავდივართ სანაპიროზე ყოველდღე, თუკი ეს შესაძლებელია
  • არ ვაგდებთ არც საკუთარ და არც სხვების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ

ეგეოსის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, რანია ძორაკი საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს, თუ რამდენად უსაფრთხოა სანაპიროზე გასვლა და წყალში ბანაობა.

“წელს ისეთივე უსაფრთხოა სანაპიროზე გასვლა, როგორც ეს შარშან და თუნდაც, 10 წლის წინ იყო. წადით ზღვაზე შიშის გარეშე. მოდით განვმარტავ, თუ რა მიმართებაა კორონავირუსსა და საზაფხულო სეზონზე ზღვაში ბანაობას შორის.

მარტივად რომ ვთქვა, კორონავირუსმა შეიძლება მოაღწიოს სანაპიროზე თუკი იქ ინფიცირებული ადამიანი აღმოჩნდება და ის დაახველებს ან დააცემინებს, მაგრამ როგორც კი ვირუსი ცხელ ქვიშაზე აღმოჩნდება, მაშინვე კვდება. კორონავირუსს არ შეუძლია ტემპერატურას გაუძლოს, რომელიც სანაპიროზე ფიქსირდება. ის ცხელ ქვიშაზე უცებ ნადგურდება.

მოსახლეობას უნდა ვუთხრა, რომ ზღვის წყლიდან კორონავირუსით ვერ დაინფიცირდებით. მნიშვნელოვანია, რომ სანაპიროზე უბრალოდ, დისტანცია შევინარჩუნოთ სხვა ადამიანებისგან,” აცხადებს ძორაკი.

onalem

ტესტ