fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში მოთოვა – სად გაუარესდება ამინდი ?!

დღეიდან საბერძნეთში ოფიციალურად დადგა ზამთარი, ვინაიდან ქვეყნის რამდენიმე რეგიონში უკვე მოთოვა კიდეც.

პირველი თოვლი მოვიდა ტრიკალასა და კალამბაკაში.

ამინდი საგრძნობლად გაუარესდა და მომდევნი დღეებში პერიოდული წვიმა, ძლიერი ქარი, შტორმი და მთიან რეგიონებში თოვლია მოსალოდნელი.

თოვლის ინტენსივობა ძირითადად გაიზრდება:

სათხილამურო კურორტებზე ზღვის დონიდან 1, 200-1, 500 მეტრის სიმაღლეზე.  განსაკუთრებით გამორჩეულია კურორტი ვასილიცა, ზღვის დონიდან 1, 800 მეტრზე.

უხვ ნალექს, თოვლის სახით, ელოდებიან პარნასოზეც. ამინდი გაუარესებას სტერეადან დაიწყებს.

ფოტოები გადაღებულია ფოკიდაში.

ტემპერატურა მთიან რეგიონებში 0-დან +2 გრადუსამდეა, ხოლო დაბლობზე მხოლოდ +6 გრადუსს აღწევს.

სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა კვირის ბოლომე გასტანს.

onalem

ტესტ