fbpx
საზოგადოება

“აუზთან რომ მივედი, ვნახე, რომ გოგონა ტივტივებდა” – რას ამბობს მაშველი, რომელიც როდოსის სასტუმროში მუშაობს

ბერძნულ მედიას ინტერვიუ მისცა მაშველმა, რომელიც როდოსზე იმ სასტუმროში მუშაობს, რომლის აუზშიც ორი ფრანგი გოგონა ერთდროულად დაიხრჩო. როგორც ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, ის ტრაგედიის მომენტში თავის ოთხში იმყოფებოდა, რადგან მისი სამუშაო საათები დასრულებული იყო.

“18:05-დან 18:07 საათამდე იქ მყოფებს ვაფრთხილებდი, რომ აუზი იკეტებოდა. სწორედ ამის შემდეგ წავედი ჩემს ოთახში, რადგან სამუშაო საათები დავასრულე. როგორც კი მივედი, მაშინვე დამირეკეს, რომ სასწრაფოდ აუზთან დავბრუნებულიყავი… მივედი და ვნახე, რომ გოგონა ტივტივებდა. ამოვიყვანე და პირველადი დახმარება აღმოვუჩინე. მან აღებინა საჭმელი და სითხე, პულსი აღენიშნებოდა. რამდენიმე წუთში კი სასწრაფოც მოვიდა,” ასე აღწერს მაშველი ფრანგების ოჯახისთვის ტრაგიკულ დღეს, როდესაც 16 და 19 წლის დები დაიხრჩვნენ.

არსებული ვარაუდით, ერთი გოგონა მეორის გადარჩენას ცდილობდა და ისინი აუზზე აკრძალულ დროს შევიდნენ.

იხილეთ რეპორტაჟი:

onalem

ტესტ