fbpx
საზოგადოება

სოტირის ციოდრასი თანაშემწეს ეძებს – ვაკანსია გამოცხადებულია!

იმის ფონზე, რომ მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას და მომაკვდინებელი ვირუსი ევროპის ქვეყნებში დღეში ასობით ადამიანს კლავს, საბერძნეთი სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს. ეს ყველაფერი კი უმეტესწილად მეცნიერების და განსაკუთრებით, მსოფლიო დონის ინფექციონისტის, სოტირის ციოდრასის დამსახურებაა.

პროფესორს ყოვედღიურად დიდი შრომა უწევს, რომ მთავრობას სწორი მითითებები, ხოლო საზოგადოებას სწორი ინფორმაცია, მშვიდად მიაწოდოს. მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ეს დიდი დატვირთვაა, მითუმეტეს, რომ ყოველი დღე უფრო და უფრო კრიტიკული ხდება, სწორედ ამიტომ, როგორც ცნობილი გახდა, ციოდრასი თანაშემწეს ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერს სჭირდება ადამიანი, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ კვლევებში მონაწილეობაში, არამედ ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მონახულებასა და მონიტორინგის წარმოებაშიც კი.

გამოცხადებულია ვაკანსია, რომელშიც წერია:

თუ ხართ ექიმი-პათოლოგი და განსაკუთრებული ინტერესი გაქვთ ინფექციური დაავადებების სფეროს მიმართ, უნდა გააგზავნოთ საკუთარი რეზიუმე სოტირის ციოდრასის ელექტრონულ მისამართზე: tsiodras @ med.uoa.gr.

ცხადია, მოთხოვნებში შედის სამედიცინო განათლება, პრაქტიკული საქმიანობის წარმოების ლიცენზია და განსაკუთრებული ინტერესი და კომპეტენცია ინფექციური დაავადებების სფეროში.

პროფესორი თავად განიხილავს გაგზავნილ რეზიუმეებს და გადაწყვეტს, ვინ შეუერთდება მომაკვდინებელ ვირუსთან ბრძოლაში.

onalem

ტესტ