fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ჩემი გოგონები ღმერთს არ წაუყვანია, თვითონ წავიდნენ, რადგან ექიმთან არ მიდიოდნენ” – ვეფა ალექსიადუ

ცნობილმა მზარეულმა, ვეფა ალექსიადუმ ბერძნულ მედიასთან საკუთარ დანაკარგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შვილები დაკარგა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი ღმერთმა წაიყვანა თავისთან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ექიმთან არ მიდიოდნენ.

“ეს ტკივილი ისედაც დიდია, მაგრამ ჩემი ტკივილი კიდევ უფრო დიდი, ვინაიდან ვიცი, რომ ჩემს გოგონებს შეიძლებოდა ეცოცხლათ. ისინი წავიდნენ, მაგრამ ღმერთს არ წაუყვანია, წავიდნენ იმის გამო, რომ ექიმთან არ დადიოდნენ. 

ალექსიას ასთმა ჰქონდა, რომლითაც შეიძლებოდა ეცოცხლა მთელი ცხოვრება, როგორც ყველა ასთმიანი ადამიანი ცოცხლობს. უბრალოდ არ უნდა ეწეოდე, არ უნდა სვამდე, ძაღლს არ უნდა ჩაეხუტო, როდესაც იცი, რომ შეიძლება მდგომარეობა დაგიმძიმდეს. ის კი ყველაფერ ამას აკეთებდა. ვუყვიროდი, მაგრამ არც ის მისმენდა, არც მისი მეუღლე. კორტიზონს იღებდა, იმ დღეს, როცა გარდაიცვალა შესაძლოა ცოტა ზედმეტი მიიღო და გულის შეტევა დაემართა. 44 წლის იყო, ეს ტკივილი განუსაზღვრელია!

3 წლის ასაკიდან ჰქონდა ასთმა, მაგრამ სანამ გვერდით მყავდა, ვუვლიდი, ვუფრთხილდებოდი. შემდეგ ექიმთან სიარული შეწყვიტა.

ჩემს უფროს ქალიშვილს საშვილოსნოს სიმსივნე ჰქონდა, რომლისთვისაც შეიძლებოდა მოესწრო, ყურადღება რომ მიექცია. სამწუხაროდ, როცა ექიმთან მივიდა, უკვე ძალიან გვიანი იყო. მე შვილები უბრალოდ კიარ დავკარგე, არამედ დავკარგე უმიზეზოდ, ღმერთს ისინი არ წაუყვანია, თვითონ წავიდნენ,” ამბობს ალექსიადუ.

onalem

ტესტ