fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“თურქეთს საბერძნეთისთვის “თითის ქნევა” არ შეუძლია, ჩავუშოღლუს ჩვენი პოზიციები გავუმეორე” – ნიკოს დენდია Euronews-თან

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიამ Euronews-სთან პირდაპირ ეთერში მის ანკარაში ვიზიტზე ისაუბრა.

დენდიამ განმარტა, რომ თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან დიპლომატიური დაპირისპირება არ ყოფილა დაგეგმილი და წინასწარ განზრახული, მაგრამ მან კიდევ ერთხელ გაუმეორა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თუ რა პოზიციებზე დგას საბერძნეთი, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ შორის ჯერ კიდევ სადავოდ რჩება.

დენდიამ ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს აუცილებლად უნდა ემოქმედა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და რადგან ასე არ მოიქცა, ამ ყველაფრის დამალვა შეუძლებელი იყო კონფერენციაზე საუბრისას.

“უნდა გითხრათ, რომ ეს ის არის, რაც მინდოდა, რომ მომხდარიყო. უბრალოდ, თურქულ მხარეს გავუმეორე ჩვენი პოზიციები, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მე ვისაუბრე, განსაკუთრებით, საერთაშორისო სამართალზე. აქ არ შეიძლება არსებობდეს ერთზე მეტი მოსაზრება. რაღაც კანონიერია, რაღაც უკანონო, რაღაც შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და რაღაც არა. 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თურქეთს არ შეუძლია “თითის ქნევა” საბერძნეთში.”

onalem

ტესტ